ესპანური პრესის სიახლენი
ყოველდღიურად ესპანურ პრესაში არაერთი ”ნიუსი” ვრცელდება.რასაკვირველია, სიახლეების 50-60 პროცენტი რეალობას არ შეესაბამება, თუმცა მაინც საინტერესოა ცხელ-ცხელ ინფორმაციებზე თვალის გადავლება.ჩვენ რამდენიმე გამოცემის საიტიდან ამოვკრიფეთ ის მეტად საინტერესო სიახლეები, რომლებიც უშუალოდ სამეფო გუნდს შეეხება.მაშ ასე, გაეცანით სტატიას და თქვენი მოსაზრებები კომენტარის მეშვეობით დააფიქსირეთ.
სნეიდერის აგენტი იტყობინება, რომ თავისი კლიენტი კლუბს არ შეიცვლის
სორენ ლერბი - ჰოლანდიელი ფეხბურთელის წარმომადგენელია.მან იტალიურ, სპორტულ, გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო კლუბთან მიღწეულია შეთანხმება, რის საფუძველზეც სნეიდერი მადრიდში გააგრძელებს თამაშსო: ”ჩვენი და მადრიდული მხარის მოლაპარაკება მრგვალ მაგიდასთან წარმატებით დასრულდა.უესლი სნეიდერი სამეფო კლუბში აგრძელებს კარიერას.მე უარვყოფ ინფორმაციას, სნეიდერის სხვა კლუბში გადასვლის თაობაზე.”
შეგახსენებთ, რომ უესლით დაინტერებულნი არიან ევროპული გრანდები.
მაიკონის თემა კვლავ აქტუალურია
საფეხბურთო ესპანეთში კვლავ არ წყდება იმაზე საუბარი, გადავა თუ არა მაიკონი სამეფო გუნდში.ამ თემაზე ყველა საფეხბურთო მიმომხილველს თავისი მოსაზრება აქვს.ერთ-ერთი გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის ”რეალი” და ”ინტერი” ბარტერს განახორციელებენ, კონკრეტულად სამეფო გუნდი სნეიდერსა და 15 მილიონს გაუგზავნის მილანელებს, ხოლო სანაცვლოდ მაიკონს მიიღებს.
ამ მოთამაშეზე სეზონის დასაწყისშიც იყო საუბარი, თუმცა მადრიდელებმა ”ლივერპულიდან” არბელოა შეიძინეს.ვგონებ, კანტერანოსის დაბრუნება, ბრაზილიელი ფეხბურთელის ”რეალში” გადმოსვლის შანსებს ამცირებს.
”რომას” ნეგრედოს იჯარით აყვანა უნდა
იტალიურ ”რომას” ალვარო ნეგრედოს იჯარით აყვანა სურს.დედაქალაქელები ალვაროს ”ალმერიული” კარიერით მოხიბლულნი დარჩნენ.კანტერანოსის გადაბირება მათთვის ადვილი არ იქნება.ახალგაზრდა ”სნაიპერით” რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.მათ რიცხვს მიეკუთვნება ესპანური ”სევილიაც,” რომელიც მზადაა 15 მილიონი გადაურიცხოს ”რეალს.”
შეგახსენებთ, რომ ნეგრედო მადრიდული კლუბის აღზრდილია და ბოლო ორი წელი ”ალმერიაში” გამოდიოდა.
რონალდუს მორიგი ”მადრიდული” სკანდალი
თანაგუნდელები რონალდუს მორიდებული და მშვიდი ადამიანის დახასიათებას აძლევენ, მაგრამ მსოფლიო პრესაში ის ”პიჟონის” სახელით არის ცნობილი.პორტუგალიელ ფეხბურთელს ყვითელი პრესის ჟურნალისტები ყველგან და ყოველთვის აკონტროლებენ.თითქმის აღნიშნული ჟურნალის ფურცლებზე, ყოველკვირას ახალი ინფორმაცია ქვეყნდება მოთამაშეზე.აქამდე მის სახელს უკავშირდება: ფერარის დამტვრევა, ჟურნალისტის გალახვა საკუთარი სახლის კარებთან, პარის ჰილტონთან ერთად კარგი საღამოს გატარება და ა.შ.ასეთ ფაქტებს ჟურნალ-გაზეთები სკანდალს უწოდებენ.
კრისტიანოს მორიგი მადრიდული სკანდალი რამდენიმე დღის წინ აგორდა.”იუვენტუსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, პელეგრინმა 2 დღიანი არდადეგები გამოაცხადა გუნდში.რონალდუმ ამით ისარგებლა და დასასვენებლად მალიორკა ამოირჩია.რონალდუს დასვენება კარგად მიდიოდა, ღამის კლუბში შესვლამდე.მოთვალთვალე ჟურნალისტი წერს, რომ ფეხბურთელმა არა ერთი ”ჭიქა წააქცია.”ალკოჰოლით გაჟღენთილს დისკოტეკაზე თავისი ყოფილი მეგობარი გოგო, ნერეიდა, შეხვედრია, რომელსაც უცდია კრიშტიანუსთვის მისალმება.მეგა-ვარსკვლავი ამ ფაქტმა გააღიზიანა და საკუთარ მცველს უბრძანა ნერეიდას კლუბიდან გაძევება, რასაც შემდეგ ქართულად რომ ვთქვათ ”წივილ-კივილი” მოჰყოლია.
მოკლედ, ასეთი იყო ”9 ნომერის” მორიგი სკანდალი.
რონალდუ რაულის მეზობელი გახდა
პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდში გადმოსვლის შემდეგ სასტუმროში ცხოვრობდა.რამდენიმე დღის წინ მოთამაშემ იჯარით აიღო სახლი, პოსუელო დე ალარკონის დასახლებაში.ის 20 ათასს ევროს გადაუხდუს სახლის მფლობელს თვეში, ხოლო თუ მას სახლის შესყიდვა მოუნდება, მაშინ საკუთარი ჯიბეს 20 მილიონით გააღარიბებს.საინტერესოა, რომ ამა უბანში ცხოვრობს რაულიც.
- 5 აგვისტო 2009
- 2 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.