3 წელი UNDECIMA-დან
დღეს 28 მაისს, 3 წელი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, როდესაც მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-11 თასი მოიგო...
მილანში, „სან სიროზე“ მადრიდული დერბი შედგა, რომელსაც მარკ კლატენბერგი სჯიდა და უდიდესი დაძაბულობა იგრძნობოდა. შეხვედრის ძირითადი 90 წუთი ფრედ, 1-1 დასრულდა, დამატებით დროშიც ვერაფერი მოხერხდა და საბოლოო ჯამში ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
ანგარიში სერხიო რამოსმა გახსნა და მეორე ტაიმის 79 წუთამდე „რეალი“ იგებდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე კარასკომ წონასწორობა აღადგინა.
„რეალის“ შემადგენლობა - კეილორ ნავასი, დანი კარვახალი (დანილო 52წთ), რამოსი, პეპე, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი (ისკო 72წთ), ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ვასკესი 77წთ).
- 28 მაი 2019
- 1 133
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.