„რეალის“ გასავალი შემოსავალზე მხოლოდ 100 მილიონით მეტი იქნება
მადრიდის „რეალი“ არ აპირებს „უეფას“ რეგულაციების დარღვევას და საკმაოდ მკაცრი რეგლამენტით ეცდება სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებას...
„ას“ იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი ზაფხულში რეკორდულ თანხას დახარჯავს, მაგრამ კლუბის ბიუჯეტიდან არსებული გასავალი მხოლოდ 100 მილიონით მეტი იქნება შემოსავალზე.
სამეფო კლუბი გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ 250 მილიონ ევროზე მეტის მიღებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ფეხბურთელებისთვის პრეზიდენტი 350 ან მეტ მილიონს გაიღებს.
„მარკას“ ვერსიით, მადრიდულ გუნდს დაემშვიდობებიან: ლუკას ვასკესი, გარეთ ბეილი, მარკოს ლორენტე, მარიანო დიასი, ხამეს როდრიგესი, მატეო კოვაჩიჩი, კეილორ ნავასი და ისკო ალარკონი. მადრიდული გამოცემა არ ადასტურებს დანი სებალიოსის წასვლის საკითხს.
როგორც სჩანს, „რეალის“ ქომაგებს ზაფხულში არაერთი სატრანსფერო სიახლის შესახებ ამცნობენ.
- 28 მაი 2019
- 1 896
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.