"სანტიაგო ბერნაბეუმ" BEST–ს უმასპინძლა
ევროპის ასოციაციის 23–მა სტუდენტმა დღეს მადრიდში სტუმრობისას "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონი მოინახულა.
ბევრი ლაპარაკობს, რომ "ბერნაბეუს" სტადიონი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს თვალსაჩინო ნიმუშია. მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თვალსაჩინოება. თანამედროვების "კოლიზეუმი" ადგილია, რომელსაც მადრიდში ჩამოსული ყველა ტურისტი სიამოვნებით ათვალიერებს. ევროპის ასოციაცია BEST-ის (ევროპის ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა გაერთიანება) , სტუდენტები თავად დარწმუნდნენ ამაში მოინახულეს რა დღეს "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონი. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს "ფეხბურთის სამოთხეა."
დღეს ჩამოსული სტუმრები მონაწილეობას იღებენ მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში, მათ დღეს შესვენება აიღეს და შეუდგნენ ქალაქის დათვალიერებას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მადრიდის ღირშესანიშნაობების დათვალიერებისას არ ესტუმრო "სანტიაგო ბერნაბეუს". სტუმრები ინტერესს იჩენდნენ ყველა საკითხის მიმართ, რაც სტადიონს ეხებოდა. მათ ყველაფერი აინტერესებდათ და სურდათ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ამ მართლაც და შთამბეჭდავი სტუმრობისას.
შუადღისას მადრიდში სასეირნოდ კარგი ამინდი იყო, შესაბამისად სტუმრებმა ბევრი იარეს სტადიონზე გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ლოჟებში და ყველაფერი დაათვალიერეს. ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ამ 23 სტუდენტს საშუალება ქონდა სურათებიც გადაეღოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე". მათ მოინახულეს ასევე გასახდელებიც, მოკლედ იყვნენ ყველგან, სადაც კი შეეძლოთ შესვლა.

რა თქმა უნდა , თითოეული ვიზიტორი ღრმა შთაბეჭდილებების ქვეშ იყო: "ეს წარმოუდგენელია. მადრიდში პირველად ვარ და ვერ წარმომიდგენია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღმოვჩნდი."–განაცხადა ერთ–ერთმა სტუდენტთაგანმა. "სანტიაგო ბერნაბეუ" მსოფლიოში ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ადგილია და აქ მოხვედრა ძალიან დიდი პატივია, ეს შთამბეჭდავია. აქ დგახარ და რაღაც არამქვეყნიურს გრძნობ"–განაცხადა მეორემ.
წყარო: Realmadrid.com
- 21 აპრილი 2010
- 2 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.