რონალდუს ინტერვიუ
კრიშტიანო რონალდუმ, დღეს სანტიაგო ბერნაბეუს პრეს–კონფერენციების დარბაზში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა ლა ლიგაზე და საკუთარ კლუბზე.
"ჩვენ აჟამად წინა კვირისგან განსხვავებით, უკეთეს პოზიციაზე ვიმყოფებით სატურნირო ცხრილში. წინ კიდევ სათამაშოდ ხუთი ტურია დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, რომ ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამის არა მარტო მე, არამედ მთელ კლუბს სჯერა."
"ჩვენი მთავარი მიზანი მოგებაა. არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ აღვნიშნოთ ტიტულის მოგება. ძალიან გამიხარდება, თუ წელს ჩემპიონები გავხდებით."
"პელეგრინის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვეხმარება."
"დარწმუნებული ვარ, კაკა კარგად იქნება. მისი ფორმის აღდგენითი პროცესი კარგად მიდის. იგი უმაღლესი დონის პროფესიონალია."
"სამარანჩის ოჯახის წევრებისთვის ძალიან რთული პერიოდია. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო. ამ დროს თითოეული ოჯახის წევრი ერთად უნდა იყოს. სპორტის სამყარომ უმნიშვნელოვანესი ფიგურა დაკარგა."
წყარო: Realmadrid.com
- 21 აპრილი 2010
- 2 375
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.