სერხიო რამოსი რაულის და კასილიასის კვალდაკვალ
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ სერხიო რამოსის „რეალიდან“ წასვლის შანსი ძალიან დიდია...
„სერხიო რამოსი რაულისა და იკერ კასილიასის კვალდაკვალ“-სწორედ ასეთი სათაურებით იწყებენ პოპულარული გამოცემები საკუთარ სტატიებს, სადაც მიუთითებენ ფლორენტინო პერესს, რომ კაპიტანის შესანარჩუნებლად ყველა ხერხს მიმართოს.
ფაქტია, რომ სერხიოსთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი და მასზე პრეტენზიას არაერთი ტოპ კლუბი აცხადებს. გარდა ამისა, არსებობს ფინანსური ინტერესი, რომელიც ჩინეთიდან მოდის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამოსს ხელფასის სახით წლიურად 30 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს ევროპის დატოვება არ სურს და სწორედ ამიტომ იკავებს თავს.
პერესი აცნობიერებს, რომ მადრიდული სამყარო რამოსის გაშვებას არ აპატიებს, თუმცა ასე სჩანდა რაულისა და კასილიასის შემთხვევაშიც, როდესაც მათმა წასვლამ საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია და ბევრი პრეზიდენტის წასვლას ითხოვდა.
- 25 მაი 2019
- 2 054
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.