„იუვენტუსი“ რამოსს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს
სერხიო რამოსმა ტურინის „იუვენტუსისგან“ საოცნებო შეთავაზება მიიღო. მადრიდის „რეალს“ კაპიტანს სტაბილურ კონტრაქტსა და გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე სამეფო კლუბში აქვს...
5 წლიანი კონტრაქტი და 16 მილიონი ევრო წლიური ხელფასის სახით. სწორედ ეს არის „ბებერი ქალბატონის“ შეთავაზება, რომელსაც „რეალის“ კაპიტანის ძმა აქტიურად განიხილავს.
რამოსს ტურინელები სტაბილურ კონტრაქტს სთავაზობენ. ხელშეკრულების ამოწურვის დროს ესპანელი ფეხბურთელი 38 წლის იქნება.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ სერხიოს შემოთავაზებები ჩინეთიდანაც აქვს.
- 25 მაი 2019
- 2 641
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.