ოფიციალური განცხადება - მაურისიო პოჩეტინო!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა...
მადრიდის „რეალს“ სურს გაკვირვება გამოთქვას „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს განცხადებების გამო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მადრიდში ჩატარებას ეხება.
სამეფო კლუბს სრული მზაობა აქვს იმისა, რომ საკუთარი ბაზა სავარჯიშოდ დაუთმოს, როგორც „ლივერპულს“, ასევე „ტოტენჰემს“, თუმცა სხვაობა დღეებში იქნება.
მადრიდის „რეალი“ ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუმრების კომფორტსა და უსაფრთხოებას , ასევე დასძენს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში „უეფას“ მხარს უჭერს ნებისმიერი ღონისძიების სრულფასოვან გამართვაში.
- 24 მაი 2019
- 8 991
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.