მბაპე და ნეიმარი „პსჟ“-დან გაშვებას ითხოვენ
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალისა“ და მბაპე-ნეიმარის წყვილის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შედის...
ნეიმარსა და ტუხელს შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა, ვინაიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი აშკარად გამოხატავს, რომ კლუბის დატოვება სურს. ანალოგიური სიტუაცია არ არის მბაპესთან დაკავშირებით, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ის „ბლანკოსის“ ქომაგია და ოცნებობს, რომ მადრიდში მოხვდეს.
უნაი ემერის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. ემერიმ სულ ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც მბაპე „რეალში“ თამაშზე აკეთებდა აქცენტს, მაგრამ ის დროებით შეაჩერეს.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მბაპე-ნეიმარის დუეტიდან ერთ-ერთი აუცილებლად გახდება „მერენგების“ წევრი.
- 24 მაი 2019
- 3 014
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.