მბაპე, აზარი, ნეიმარი, იოვიჩი - „რეალი“ რეკორდებს ამყარებს!
მადრიდის „რეალი“ ზაფხულში ძალიან დიდ ცვლილებებს გეგმავს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონსულტაციების შემდეგ ზინედინ ზიდანი და ფლორენტინო პერესი წინა ხაზის კანდიდატურებზე ჩამოყალიბდნენ...
„ბლანკოსი“ აღარ იბრძოლებს სადიო მანესთვის და წინა ხაზში პრიორიტეტებად მბაპეს, აზარს, ნეიმარს და ლუკა იოვიჩს განიხილავს. რა თქმა უნდა, ოთხივე ფეხბურთელის დამატება ფაქტობრივად წარმოუდგენლია, მაგრამ ფლორენტინო პერესი სატრანსფერო რეკორდებით შეეცდება, რომ 3 ვარსკვლავი მაინც დაიმატოს.
მას შემდეგ, რაც „პსჟ“-ში არეულობა დაიწყო, მბაპე-ნეიმარიდან ერთ-ერთის „რეალში“ გადასვლა უკვე საკმაოდ რეალურია და სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა დიდი თანხის გადარჯვას აპირებს.
- 24 მაი 2019
- 5 849
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.