სოკ-ის საპატიო პრეზიდენტი გარდაიცვალა
ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას ერთ-ერთ ჰოსპიტალში გარდაიცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი და მადრიდის "რეალის" "სოსიოსი" დონ ხუან ანტონიო სამარანჩი ტორელპო.
დონ სამარანჩი 1920 წლის 17 ივლისს მოევლინა დედამიწას.თინეიჯერული ასაკიდან ის დაკავებული იყო სპორტის რამდენიმე სახეობით.ტორელპო 1970 წლიდან ირიცხება მადრიდელ "სოსიოსად."
1954 წელს ის ესპანეთის ოლიმპიურ კომიტეტს თავკაცობდა, ხოლო 1980 წლის დასაწყისში კი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში.სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ გამოაცხადა ბარსელონა 1992 წელს, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად.
ჰალამადრიდ.გე მწუხარებას გამოთქვამს ამ მართლაც ლეგენდარული პიროვნების გარდაცვალების გამო!
- 21 აპრილი 2010
- 2 296
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.