მადრიდისტებმა არჩევანი გააკეთეს !
ესპანურმა გამოცემებმა გამოკითხვა აწარმოეს, რომელიც ყველა ფეხბურთელს შეეხება. სტატისტიკა მართლაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა...
მეკარეები - ნავასის დარჩენას ქომაგების 76% უჭერს მხარს, 24% კი წინააღმდეგია. კურტუას მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი 65-ს შეადგენს, 35% კი მოწინააღმდეგეა. ლუკა ზიდანს 28% უჭერს მხარს, 72% კი მას წასვლას ურჩევს.
მცველები - დანი კარვახალი 92%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, ალვარო ოდრიოზოლამ 82% მიიღო, რამოსმა 84%, ვარანმა 75%, ნაჩომ 60%, ვალიეხომ მხოლოდ 36%, მარსელომ 33% და რეგილონმა 81%.
ნახევარმცველები -კაზემიროს ქომაგთა 59% ენდობა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 41% ფიქრობს, რომ ის უნდა წავიდეს, ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ფედერიკო ვალვერდეს. ტონი კროოსს ქომაგთა მხოლოდ 36% უჭერს მხარს, მარკოს ლორენტეს 59%, ლუკა მოდრიჩს 63%, ისკოს 31%, სებალიოსს 30%.
თავდამსხმელები - ასენსიო 58%, ბრაჰიმ დიასი 83%, ბეილი მხოლოდ 9%-ის მხარდაჭერით სარგებლობს და 91% თვლის, რომ ის უნდა წავიდეს, ლუკას ვასკესი 52%, ვინიციუსი 89%, მარიანო 24% და კარიმ ბენზემა 72%.
როგორც ვხედავთ, რამდენიმე შედეგი მართლაც საკვირველი აღმოჩნდა. საინტერესოა ქართველი მადრიდისტების აზრი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.
- 22 მაი 2019
- 5 103
- 19