პელეგრინი: "პერესსთან იშვიათად მიწევს ურთიერთობა"
სამეფო გუნდის თავკაცი, მანუელ პელეგრინი, დიდად არ გამოირჩევა ინტერვიუების ჩაწერითა და პრესკონფერენციების მოწყობით, თუმცა "ვალენსიასთან" მოგების შემდეგ, ჩილელი რადიოსტანცია "Cadena SER"-ას კორესპონდეტს ესაუბრა გუნდში არსებულ სიტუაციაზე.
- როგორ განწყობაზე ხართ?
- ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
- "ბარსასთან" მარცხის შემდეგ ფეხბურთელები დატუქსეთ? "ვალენსიასთან" მატჩის პირველი 30 წუთი ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ...
- მიმდინარე სეზონში არა ერთი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ უცნაური "ელ კლასიკო" იყო."ბარსა" მგონი სულ ორჯერ მოვიდა ჩვენს კართან.ჩვენ შეგვეძლო გოლის გატანა, თუმცა კარგი მომენტები ქარს გავატანეთ."რეალი" ყოველთვის გამარჯვებისათვის იბრძვის.
- ამბობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ პელეგრინი გუნდს დატოვებსო.ამგვარი ხმები თქვენზე რაიმე ზეგავლენას თუ ახდენს?
- მე მშვიდად ვაგრძელებთ ჩემს სამუშაოს და დავსძენ, რომ ასეთი საუბრები სულაც არ მაღელვებს.როდესაც ადამიანი შენს წინააღმდეგ ბოროტად არის განწყობილი, იმასთან დისკუსიას აზრი არ აქვს.
- თქვენ უკვე წარმოიდგინეთ, სად შეიძლება დაეშვას "ბარსელონა?"
- მეც და ჩემი გუნდიც მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობთ."რეალი" ამჟამად კარგ კონდიციებში იმყოფება.ჩვენ იმედი გაქვს, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონობა გვხვდება წილად.
- სეზონის დაწყების წინ, თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ 33 ტურში 83 ქულა, დათანხმდებოდით?
- მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის ასპარეზობით.სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიიგაზე და სამეფო თასზე ფიასკო განვიცადეთ.სამწვრთნელო შტაბს გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გვაკავშირებს და ყველანაირად ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ.აღსანიშნავია, რომ პირველი წლის შემდეგ ყოველთვის არის ისეთი ასპექტები რაც კორექტირებას საჭიროებს.დასამალი ნამდვილად არ არის, როდესაც კონკურენციას უწევ "ბარსას," რომელიც თავის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო წლებს ატარებს.
- საერთოდ რას იტყოდით თქვენ მადრიდულ კარიერაზე და გრძნობთ თუ არა რაიმე ზეწოლას?
- "ვილირეალს" ხუთი წლის განმავლობაში ვწვრთნიდი და შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდთან ერთად კარგ შედეგეს მივაწღიეთ."ყვითლებში" მუშაობის დროს ჩემზე არანაირ ზეწოლა არ იყო, მაგრამ რაც შეეხება მადრიდის "რეალს," ეს სულ სხვა განზომილებაა."ბლანკოსის" თავკაცობის დროს პრესისგან მოდის დიდი ზეწოლა, თუმცა ჩემი მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცევა ამას.მასმედიის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ უაზრო არგუმენტებით მაშინ შეძლებენ მწვრთნელის "პენსიაზე" გაშვებას, როდესაც მოინდომებენ.
- ალბათ, მომავალ წელს უფრო გაგიადვილდებათ სამუშაო...
- ვიმედოვნებ.წელს ლა ლიგაზე კარგ შედეგებს მივაღწიეთ.
- გუნდის ხელმძღვანელობა წინასასეზონო მომზადების საკითხებთან დაკავშირებით უკვე შეგიტანხმდათ?
- ჯერჯერობით მსგავს საკითხებზე საუბარი არ გვქონია.ახლა ყველანი კონცენტრირებულნი ვართ პრიმერაზე.სეზონის დასრულების შემდეგ გადავწყვეტთ თქვენს მიერ ნახსენებ თემას.
- პრეზიდენტის მხარდაჭერას გრძნობთ?
- მე პერესისაგან და ვალდანოსაგან ვგრძნობ მხარდაჭერას.ისინი კლუბის სპორტულ საკითხებს განაგებენ.დონ ფლორენტინოს, მუშაობის თავისი სტილი აქვს, ამიტომაც მე ნაკლებად მიწევს მასთან ურთიერთობა.
- სხვადასხვა საიტებზე ჩატარებული გამოკითხვებიდან ნათლად ჩანს, რომ გუნდის ინჩასების უმრავლესობა მხარს გიჭერთ...
- მე ყოველთვის ვგრძნობდი ქომაგების მხარდაჭერას.მინდა, რომ ლა ლიგის მოგებით გადავუხადო მადლობა.
- 21 აპრილი 2010
- 2 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.