კროოსის ახალმა კონტრაქტმა პოგბას ტრასნფერი შეაფერხა
მადრიდის „რეალსა“ და ტონი კროსს შორის შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდა...
ამ ფაქტორმა ძალიან დააბნია პოლ პოგბა და მისი გარემოცვა. პოგბა და კროოსი პრაქტიკულად ერთი პოზიციის ფეხბურთელები არიან და უცნობია, რამდენად მოახერხებენ ისინი „ბლანკოსის“ სასტარტოში თამაშს ერთად.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ზიზუს ნაბიჯი ტაქტიკურ ხასიათს შეიცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალი“ „მანჩესტერისთვის“ 150 მილიონი ევროს გადახდას არ გეგმავს და ფრანგის ხელშეკრულების ამოწურვას დაელოდება. რაც უფრო მეტი დრო გავა, პოგბას ფასი დაიკლებს, ვინაიდან „იუნაიტედი“ თავისუფალი აგენტის გაშვებას არ დაუშვებს.
ამ ეტაპზე პოლს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და „იუნაიტედიც“ მშვიდად არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება წელს ვერ მოხდა, 2020 წლის ზაფხულში პოგბას ფასი შედარებით მცირე იქნება, ვინაიდან მისი გაყიდვა თავად მანჩესტერული კლუბის ინტერესებში შევა.
კროოსზე ხელშეკრულების გახანგრძლივებით „ბლანკოსმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა მანჩესტერულ გიგანტს, რომ არ ჩქარობს და ყველაფერს ეტაპობრივად განახორციელებს.
- 22 მაი 2019
- 1 807
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.