სალაჰის ტრანსფერი კვლავ დღის წესრიგში დგას
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იურგენ კლოპსა და მო სალაჰს შორის იდეალური ურთიერთობა არ არის...
სწორედ ამ სიტუაციის გამოყენება სურს ფლორენტინო პერესს და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ „ლივერპულისთვის“ საინტერესო წინადადების წარდგენას გეგმავს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ბლანკოსი“ სალაჰის სანაცვლოდ 120 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა, თანაც ფეხბურთელს გაცილებით უკეთეს სახელფასო პირობებსა და 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
სალაჰს 15 ივნისს 27 წელი უსრულდება და იმ შემთხვევაში, თუ „მერენგების“ რიგებს ამ ზაფხულს შეუერთდება, კონტრაქტის ამოწურვის დროს 33 წლის იქნება.
- 20 მაი 2019
- 2 169
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.