ხუთი ტურის და ''ინფაქტის'' მოლოდინში
როდესაც ''მადრიდის რეალი'' დამარცხდა ''კატალონიურ ბარსელონასთან'' (0–2) მთელი მსოფლიო ალაპარაკდა იმაზე, რომ ''ბარსელონა'' გახდებოდა ''ლა ლიგის'' ჩემპიონი.თუმცა როგორც ხედავთ მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება. ''ბარსელონამ'' დერბიში ''ესპანიოლთან'' ძალზედ მნიშვნელოვან მატჩში დაკარგა ორი ქულა. ხოლო ''მადრიდის რეალის'' ფეხბურთელებმა ''ბარსას'' ეს წაფორთხიალება შესანიშნავად გამოიყენეს და ძალზედ დაძაბულ მატჩში ''ვალენსიასთან'' იმარჯვეს (2–0). ამ გამარჯვების შემდეგ ''ბლანკოსმა'' ''ბლაუგრანასთან'' ქულათა სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა (1 ქულა).
სეზონის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 5 ტური (ანუ 5 მატჩი) ორივე გუნდის მონაწილეობით. ძალიან დაძაბულია სიტუაციაა. გულშემატკივრებს და ექსპერთებს უჭირთ წინასწარი პროგნოზის გაკეთება. ''ბარსელონას'' ტიტულის დაცვა უნდა, ხოლო ''მადრიდელებს'' ეს ტიტული ძალიან სჭირდებათ. მათ სხვა თუ არაფერი პრესტიჟის გამო მაინც უნდა გააკეთონ ეს.
ახლა კი მოდით გადავხედოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ 5 ტურში. ანუ რომელი კლუბი რომელ კლუბს შეხვდება. ეს რათქმაუნდა მხოლოდ ''მადრიდის რეალს'' და ''ბარსელონას'' ეხებათ.
მაშ ასე...
მადრიდის რეალი: ''სარაგოსა'' (სტუმრად), ''ოსასუნა'' (შინ), ''მალიორკა'' (სტუმრად), ''ატლეტიკი'' (შინ) და ''მალაგა'' (სტუმრად).
ბარსელონა: ''ხერესი'' (შინ), ''ვილიარეალი'' (სტუმრად), ''ტენერიფე'' (შინ), ''სევილია'' (სტუმრად) და ბოლოს ''ვალიადოლიდი'' (შინ)
როგორც ხედავთ ორივე კლუბს აქვს რთული მატჩები ჩასატარებელი. ''მადრიდის რეალს'' მოუწევს შინ 2 მატჩის ჩატარება, ხოლო ''კატალონიელებს'' 3 მატჩის. ამ მხრივ ''ბარსელონას'' უპირატესობა აქვს. ''ბლანკოსს'' მოუწევს მტრებთან, ''ბილბაოს ატლეტიკის'' ფეხბურთელებთან თამაში. ასევე ''მალიორკასთან'' გასვლითი მატჩი. ''მალიორკამ'' ამ სეზონში საკუთარ მოედანზე 15 შესაძლებელი მატჩიდან 13 მოიგო რაც ძალიან კარგი შედეგია. ''ბარსელონას'' კი მოუწევს ძალზედ დაძაბული მატჩების გამართვა სტუმრად ''ვილიარეალთან'' და ''სევილიასთან''.
ექსპერტების და ამავდროულად ჩემი თხოვნა არის, თუ ვინმეს გაქვთ სუსტი გული და თუ ხართ სუსტი ნერვების პატრონი, შეგიძლიათ მოიმარაგოთ წამლები, რათა შემდგომში ამა თუ იმ კლუბის დამარცხებამ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდე.
P.S ორივე კლუბის გულშემატკივრებს ეს მეგობრული თხოვნა...
პატივისცემით: RealMadridFan
- 21 აპრილი 2010
- 2 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.