სად წავა ვან დე ბეეკი? „რეალი“, „იუნაიტედი“, „მილანი“ და „ბაიერნი“ ბრძოლას იწყებენ

ამსტერდამის „აიაქსს“ რამდენიმე უდავო ლიდერი ტოვებს. ჰოლანდიური კლუბს უკვე დაემშვიდობა დე იონგი, რომელმაც „ბარსელონას“ მიაშურა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ მალე კოლექტივს კაპიტანი დე ლიხტიც დაემშვიდობება. დიდი ინტერესი არსებობს ნერეშის მიმართაც, ამ სიას კი ვან დე ბეეკიც დაემატა, რომელზეც პრეტენზიას არაერთი გრანდი აცხადებს...

ახალგაზრდა ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“, „მილანის“, მანჩესტერ „იუნაიტეისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რადარზეა, თუმცა ჯერ არავინ იცის ამ კლუბებს კიდევ რამდენი გრანდი გაუწევს კონკურენციას ზაფხულის სატრასნფრო ფანჯრის დროს.

კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელის ფასი იმატებს.

ფლორენტინო პერესი ვან დე ბეეკის პერსონით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როდესაც „აიაქსმა“ სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა, მას შემდეგ კი დონიმ კიდევ უფრო მოუმატა და არაერთი ეფექტური მატჩი გამართა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ჰოლანდიის ერედივიზიონშიც.

ჰოლანდიელი ნახევარმცველის ფასი ამ ეტაპზე 50-იდან 60 მილიონ ევრომდე მერყეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ჩემპიონატისკენ მიუწევს გული თავად 22 წლის მოთამაშეს, მას მსურველთა რიგი უდგას.


1

18 მაი 2019 18:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 774
რეალში თუ სკამს არ ახეხინებენ და ამის გარანტიას მისცემენ თუ ტვინი აქვს თავში სხვაგან არც უნდა წავიდეს :)

2

18 მაი 2019 18:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალში აუცილებლად :) უკლასნესია ეს და ზუსტადაც რეალის სტილის არის შემტევი

3

18 მაი 2019 18:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ტვინი თუაქვს აქ მოვა მოდრიჩმა თუ ააცვა ერიკსენი და ვან დე ბეეკი გვინდა არანაირი პოგბა

4

18 მაი 2019 19:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Axl
რეალში თუ სკამს არ ახეხინებენ და ამის გარანტიას მისცემენ თუ ტვინი აქვს თავში სხვაგან არც უნდა წავიდეს :)

თუ მოიყვანეს ერთი სეზონი მაინც სკამზე იჯდება სანამ მოდრიჩი არდაასრულებს კარიერას და მერე აათამაშებენ ალბათ როგორც იცის ზიზუმ

5

18 მაი 2019 19:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პოგბაში 180_ის მიცემას ეს და ერიქსენი ან ეს და მილინკოვიჩ-სავიჩი მოიყვანონ ჯობია.

6

18 მაი 2019 20:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 774
ციტატა: mariamronaldo7
თუ მოიყვანეს ერთი სეზონი მაინც სკამზე იჯდება სანამ მოდრიჩი არდაასრულებს კარიერას და მერე აათამაშებენ ალბათ როგორც იცის ზიზუმ

მოდრიჩი ჩემი აზრით ათამაშდება და ერთი კი არა ორი სეზონიც კარგად მოუწევს ჰოლანდიელს სკამზე ჯდომა. 33 წლისაა ლუკა გასაგებია, მაგრამ ეგ ისეთი დაუღალავი და ძლიერია თავის საქმეში მალე არ დაასრულებს არც საფეხბურთო და არც მადრიდულ კარიერას. გასულ სეზონში მოდრიჩი კი არა ყველა საზიზღად თამაშობდა, ასე რომ მოუმატებს აუცილებლად, მაგან ითამაშოს და უკეთესს ვერც ვერავის დაიმატებს რეალი.

7

18 მაი 2019 20:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭებო რა მინდა რო გკითხოთ მარკო ასენსიოსი გეიმედებათ თუ უფრო ვინისიუსი?

8

18 მაი 2019 20:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Zaza2000
ბიჭებო რა მინდა რო გკითხოთ მარკო ასენსიოსი გეიმედებათ თუ უფრო ვინისიუსი?

ასენსიოს ზიდანი იყენებდა ყველაზე კარგად რაც ზიზუ წავიდა ყველა ამოვარდნილია ფორმიდან არამარტო ასენსიო აი მომავალ სეზონში მოიხოდება სასტავი როცა ყველაფერი დაკარგულია ძნელიაოტივაცია მისცე ფეზბურთელს თან გუნდს რომელმაც თავზე დააფარა საფეხბურთო სამყაროს :დ

9

18 მაი 2019 20:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აქ უნდა მოვიდეს

10

18 მაი 2019 20:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რავი ყველა აიაქსელი ბარსაში მიდის და ალბათ ამასაც ეგენი დაითრევენ

11

18 მაი 2019 21:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Moica kaco holabdiis sauketeso fexburteli hakim ziechi ar gaxda?? Shig xo ar aqvs am ani barcas??

12

18 მაი 2019 21:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 519
არც ვანდებეკი არც ერიქსენი,პირადად მე ორივეს ისევ ბებერრი მოდრიჩი მირჩევნია ამ ეტაპზე,ერიქსენზე ზედმეტადდ დიდიი წარმოდგენებიაა,პოლ პოგბა გაცილებით გამოგვადგებაა გრძელვადიან გეგმაში.ასაკიც ხელს უწყობს.

სალაჰზე დაიწერა,იქნებაა და შევზლოთ მაგ ტრანსფერის გაჩარხვაა,ბეილის პოზიციაზე სხვა ალტერნატივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.

არ გამოვრიცხავ იოვიჩი,ბენზემა-აზარი ერთად ვნახოთ,,ეს შესაძლებელია თეორიულადაც და პრაკტიკულადაც,თუ გადავხედავთ აზარის მონაცემებს ის არაა ტიპიური ვინგერი სხვადასხვა პოზიციებზე თამაში შეუძლიაა,,ანალოგიურს ვიტყვი ბენზემაზეც ,გამოკვეთილად ცენტრზე შეიძლებააა იოვიჩი იდგესს მაგრამ პოზიციებს ცვლა ხშირი იქნებააა მაგრამ სიღმიდანნ აზარის და ბენზემას ერთად გამოყენება შესაძლლებელიააა ,ერთადერთი გასარკვევია ბეილის პოზიციაზე ვინ დადგება,ასენსიოსზე მე ვერ გავაკეთებ ფსონს დაა სალაჰზე უნდა იჩალიჩონ.
-----------------------
"ფეხბურთი ჩემი პირველი სიყვარულია".

13

18 მაი 2019 22:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 774
ციტატა: FERNANDO_REDONDO
სალაჰზე დაიწერა,იქნებაა და შევზლოთ მაგ ტრანსფერის გაჩარხვაა,ბეილის პოზიციაზე სხვა ალტერნატივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.

ძალიან გამოადგება რეალს სალაჰიი. აქ ზოგის აზრით რეალის დონის კი არ არის, მაგრამ მაინც :)

ეგ რომ იყიდონ, წარმოიდგინე რეალის შეტევა.

14

18 მაი 2019 23:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი, რეალის და მოდრიჩის რისხვა ფრენკი დე იონგი კი იყიდა ბარსამ love lol

მოკლედ ცეესკამ კალათბურთსიც გაიფინა რეალი და ფეხბურთში ხო ორჯერ მოუგო :დდ lol ბარსას ცეესკას და აიაქსის ბულკია რეალი რა :დდდ lol

15

18 მაი 2019 23:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: phelps-5
მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი, რეალის და მოდრიჩის რისხვა ფრენკი დე იონგი კი იყიდა ბარსამ love lol

მოკლედ ცეესკამ კალათბურთსიც გაიფინა რეალი და ფეხბურთში ხო ორჯერ მოუგო :დდ lol ბარსას ცეესკას და აიაქსის ბულკია რეალი რა :დდდ lol

შენ შიგ ხო არ გაქ რა დეიონგი როდის აქედან გახდა საუკეთესო ეგ

16

18 მაი 2019 23:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: FERNANDO_REDONDO
არ გამოვრიცხავ იოვიჩი,ბენზემა-აზარი ერთად ვნახოთ


ეგ ყველაზე რეალური ვარიანტია. ზიდანი ბენზემას სკამზე არ დასვამს და არც იოვიჩი მოვა სკამისთვის და გარანტიების გარეშე და თუ სხვა სერიოზული შემტევი არ დაიმატეს, ეგ ყველზე რეალური სამეული იქნება. თუ მბაპე, სალაჰი, მანე ან სანე დაითრიეს მაშინ იოვიჩს და ბენზემას გაუნაწილებს დროს

17

19 მაი 2019 01:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ საიტს რომ დავუჯეროთ ყველა აქ მოდის ხო?

18

19 მაი 2019 10:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
mane realshi unda wamovides. mane, azari, awyva kamanda

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (32)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)