აზარი კი, პოგბა არა!
მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოგბა ზინედინ ზიდანის დიდი სიმპატიებით სარგებლობს, მადრიდის „რეალის“ ქომაგებს სულ სხვა პოზიცია აქვთ...
ედენ აზარის შეძენაზე ყველა ერთხმად თანხმდება. აბსოლუტურად ყველა ავტორიტეტული გამოცემის გამოკითხვების შედეგად დგინდება, რომ ბელგიელის დამატებას ყველა მხარს უჭერს, მაგრამ ანალოგიურს ვერ ვიტყვით ფრანგ ნახევარმცველზე.
პოგბას ტრანსფერში ამხელა თანხის გადახდას მადრიდისტების უმრავლესობა ეწინააღმდეგება. მეტიც, ქომაგები თვლიან, რომ პოგბაზე მეტად სამეფო კლუბს კრისტიან ერიკსენი გამოადგება.
შეგახსენებთ, „მანჩესტერი“ პობას სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს.
- 18 მაი 2019
- 1 715
- 4