რეკორდები და კიდევ რეკორდები...

ლა ლიგის დასრულებამდე, კიდევ ხუთი ტური რჩება ჩასატარებელი, ამასობაში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები, კლუბის ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთსო სეზონს ატარებენ. მათ შანსი აქვთ, რომ პრიმერა დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო რეკორდი დაამხონ და წლის ბოლოს, ქულათა მონაგარი 98–ით შეავსონ. მართალია, "თეთრებმა" ჩემპიონთა ლიგაზე არადამაჯერებლად იასპარეზეს, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში, მათ გასაოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს.

რეკორდი, რეკორდთა შორის – 98 ქულა

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები დარჩენილი 5 შეხვედრის მოგებას მოახერხებენ, მათ შანსი ექნებათ წლის ბოლოს 98 ქულა დააგროვონ და ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხონ. "თეთრების" საუკეთესო შედეგი 85 ქულას შეადგენს, რომელიც მადრიდელებმა 2007/08 წლების სეზონში მოიპოვეს, კიდევ იყო ერთი საოცარი სეზონი 1996/97 წლების სეზონში, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაშინ პრიმერაში 22 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებები...

მადრიდის "რეალმა", 33 ჩატარებული შეხვედრიდან 27 მათგანის მოგება მოახერხა, რაც დამეთანხმებით ალბათ ძალიან კარგი შედეგია. ამ მაჩვენებლით, სამეფო კლუბი ევროპაში საუკეთესოა, "თეთრები" – კატალონიის "ბარსელონასაც" ასწრებენ, რომლებსაც 26 გამარჯვება დაუგროვდათ. "ბლანკოსის" დიად ისტორიაში, მაქსიმალურ გამარჯვებათა სერია 28–ს შეადგენს, წელს კი ჰორიზონტზე ამ რეკორდის გაუმჯობესებაც იგეგმება.

რეკორდები და კიდევ რეკორდები...

საუკეთესო, საშინაო არენაზე

მადრიდის "რეალმა", სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარებული 16 შეხვედრაში 48 ქულის მოგროვება მოახერხა. მადრიდელები, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას "ოსასუნასთან" გასამართ შეხვედრაში ეცდებიან. იმ შემთხვევაში, თუ "თეთრები" – "ოსასუნასთან" ერთად, ბილბაოს "ატლეტიკსაც" გაუსწორდებიან, მაშინ ისინი 1996/97 წლების რეკორდსაც გააუმჯობესებენ, რომელიც 17 საშინაო გამარჯვებას გულისხმობს.

რეკორდები და კიდევ რეკორდები...

და სტუმრადაც...

სამეფო კლუბი, არამარტო საშინაო არამედ, არამედ მეტოქის სტადიონებზეც ბრწყინავს. "თეთრებს", გასვლაზე კიდევ 3 მატჩი აქვთ ჩასატარებელი, "მალაგასთან", "მალიორკასთან" და "სარაგოსასთან". პელეგრინის შეგირდებს მხოლოდ დარჩენილი სამი შეხვედრის მოგება რჩებათ, რომ მადრიდის "ატლეტიკოს", შორეული 90–იანი წლების რეკორდი გააუმჯობესონ, რომელიც 10 თამაშის მოგებას გულისხმობს.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 20 აპრილი 2010
  • 2 159
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)