კასილასი:"ბარსა ჩემპიონია? ეს უბრალოდ სასაცილოა"

პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე, კიდევ ხუთი ფინალია დარჩენილი... ლა ლიგაში დაძაბულობა პიკს აღწევს, რადგანაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდთა შორის ქულათა თანაფარდობა მინიალურია. იგივეს ამტკიცებს, მადრიდელთა ლეგენდარული კიპერი, იკერ კასილასიც, რომელიც ჩემპიონატის დამაგვირგვინებელ ფაზაში, საკუთარ გულშემატკივარს გამარჯვებებს ჰპირდება.

ყველას ეგონა, რომ "ელ კლასიკოში" წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, მადრიდელები ბრძოლას შარშანდელივით ნაადვრევად შეწყვეტდნენ, მაგრამ თქვენ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეთ...

– დღევანდელი მდგომარეობა, შარშანდელთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩებოდა, ჩვენს შორის ქულათა თანაფარდობა კი 7–ს შეადგენდა. ვაღიარებ, საშინელი სიმხდალე გამოვავლინეთ, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ. სუპერ კლასიკომდე, ზედიზედ 11 შეხვედრა მოვიგეთ, კატალონიელებიც, რომ დაგვემარცხებინა ხომ ნამდვილი საოცრება იქნებოდა. ამჟამად კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ახლა, ჩემპიონატი არათუ დასრულებული, არამედ ახალი დაწყვებულია.

თქვენ რა, ნამდვილად გგონიათ, რომ "ბარსელონა" კიდევ დაკარგავს ქულებს?

– არ ვიცი. კალენდარს გადავხედოთ და ყველაფერს ნათლად დავაფიქსირებთ. კატალონიელებს გაცილებით უფრო რთული მატჩები დარჩათ ჩასატარებელი, ჩვენ კი შედარებით "ლაით" მდგომარეობაში ვართ. ბლაუგნარას ორი მეტად პრინციპული მატჩის ჩატარება მოუწევს, ერთი მათგანი ვილიარეალის წინააღმდეგ, მეორე კი სევილიასთან. ვალენსია კი დავამარცხეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა, ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება დაკარგოს ქულები და ამასთანავე ჩემპიონობა.

უცნაურია, მაგრამ "ალემრიასთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ალბიოლმა "ვალენსიასთან" საცარი შეხვედრა ჩაატარა...


– რაული თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია... იგი ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს, რომ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო მცველია. უნდა ვაღიაროთ, რომა მან ალმერიასთან ძალიან ცუდად ითამაშა, მაგრამ ღამურებთან იგი, ჩვენს შორის ერთ–ერთი საუკეთესო იყო.

ამ ბოლო დროს, უხასიათობა დაგჩემდათ...

– უხასიათობა კიდევ რბილად ნათქვამია, მე როდესაც ჩემი გუნდის წარუმატებელ გამოსვლას ვუყურებ, პირდაპირი მნიშნვნელობით ვცოფდები და საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ. მადრიდის რეალი გამარჯვებისთვის შეიქმნა, სხვა ყველანაირი შედეგი, ჩვენთვის მიუღებელია! ინჩასებს მარცხი არ სჩვევიათ, ეს მადრიდს არ ეკადრება.

რა პასუხს გასცემთ გულშემატკივრებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ იკერი მიმდინარე სეზონს, შარშანდელთან შედარებით დაბალ დონეზე ატარებს?

– თქვენს კითხვაში საკვირველს ვერაფერს ვხედავ. მე, საკუთარი შეცდომების აღიარების არასდროს მრცხვენოდა და თავის მართლებას არც ახლა ვაპირებ. მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად და რაც მთავარია საუკეთესოდ ასპარეზობ, გულშემატკივარს მეტი ამბიცია უჩნდება და ეს სრულიად გასაგებია. ასეთი ადამიანების კარგად მესმის და მათ ვპირდები, რომ მუნდიალზე ნამდვილი კასო დაბრუნდება.

ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?

– საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ, მართლა! შეიძლება ითქვას, ფენომენალურშიც კი. ბევრს ჰგონია, რომ მე ფორმიდან ამოვვარდი და სასურველ კონდიციაში არ ვიმყოფები, მაგრამ ეს ასე არ არის.

ვალდესი ნაკრებში უნდა გამოიძახონ?

– მე არც გუნდის მწვრთნელი ვარ და არც მრჩეველი, ასე რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. შესაძლოა, ჩემმა ამჟამინდელმა პასუხმა სხვა ესპანელი მეკარეები გაანაწყენოს, მე კი მათთან თბილი ურთიერთობის შენარჩუნებას ვცდილობ. ჩვენს გუნდში მრავალი კარგი გოლკიპერი მოიძებნება, მაგრამ მათგან არავის გამოყოფა არ იქნება სამართლიანი.

ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ თქვენს დუბლიორად არა ვალდესი, არამედ დე გეა გაემგზავრება მუნდიალზე...

– ამ ახალგაზრდა ბიჭს უდიდეს პატივს ვცემ, იგი ესპანური ფეხბურთის მომავალია და მოხარული ვიქნები, თუ მას გავუწევ კონკურენციას.

ამჟამად რა გეგმები გაქვთ?

– ჩვენი სურვილია, მიმდინარე სეზონი ჩემპიონის რანგში დავასრულოთ, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ 98 ქულის მოგროვება გაგვიჭირდება, მაგრამ რეალი რისი რეალია თუ რაიმე საოცრება არ შემოგთავაზათ (იცინის).


ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 20 აპრილი 2010
  • 3 172
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)