ედენ აზარსა და კურტუას შორის კომუნიკაცია შედგა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ედენ აზარი „რეალმა“ იყიდა, ტიბო კურტუასა და ახალწვეულს შორის კომუნიკაცია შედგა...
ტიბომ სამეფო კლუბში 1 წლის წინ გადაინაცვლა და მადრიდში ადაპტირდა კიდეც, თანაც მას ესპანეთის დედაქალაქში ცხოვრების გამოცდილება აქამდეც ჰქონდა. კურტუა აზარის მეგობარია, ისინი ერთად გამოდიოდნენ, როგორც „ჩელსიში“, ასევე ბელგიის ნაკრებში, აქედან გამომდინარე, კურტუას ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ აზარი მადრიდულ ცხოვრებას დროულად შეეწყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კურტუამ და აზარმა გუშინ ძალიან ბევრი საკითხი განიხილეს, რომელიც მადრიდის „რეალს“ უკავშირდებოდა.
- 14 მაი 2019
- 3 926
- 33