გაგო:"ბოლომდე ვიბრძოლებთ"
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფერნანდო გაგო, Marca-ს ჟურნალისტებს გაესაუბრა. არგენტინელი ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ძალებში აბსოლიტურად დარწმუნებულია. ფერნანდოს საუბრის ერთ–ერთი მონაკვეთი, იგუაინის მსგავსად, 98 ქულის მოგროვებას შეეხო, როგორც სჩანს რეკორდები, გუნდის მთავარი პრიორიტეტია.
"ვალენსიას წინააღმდეგ გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში, გუნდი განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა. ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი შევთავაზეთ, ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას და აბსოლიტურად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მიმდინარე გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ სარაგოსასთან გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობთ, რომელიც დროის ამ მონაკვეთში, ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. მართალია, ჩვენი მომავალი მეტოქის რიგებში მრავალი კარგი ფეხბურთელი ასპარეზობს, მაგრამ ჩვენი მიზანი ერთია და ის არასოდეს შეიცვლება (ეს რა თქმა უნდა გამარჯვებაა)."
"ყოველ ჩვენგანს, ზედმიწევნით კარგად ესმის, რომ ახლა განსაკუთრებული მოტივაციაა საჭირო. ჩვენ ყოველი მომდევნო მატჩის მოგება გვმართებს, რადგანაც სხვაგვარად, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეუძლებელი იქნება. ბარსელონა კარგი გუნდია, მაგრამ მადრიდის რეალისთვის, ნებისმიერი რანგის მეტოქე, ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეა. კატალონიელები ძალიან კარგად ასპარეზობენ, თუმცა ჩვენ მათი დაჯაბნა ნამდვილად შეგვიძლია."
"გამარჯვებათა სერია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. საკუთარ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ, ჩვენ ჩემპიონატის ბოლო ტურამდე, თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ. მჯერა, რომ ბარსა კიდევ ერთხელ დაკარგავს ქულებს... ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
"ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი და ვაპირებ ასეც გავაგრძელო. დარწმუნებული ვარ, ჩემგან კარგი ფეხბურთელი გამოიწრთობა. მე ბევრს ვმოძრაობ, თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში ვეხმარები, თავს არასდროს ვზოგავ... ჩემი წარმატების საიდუმლო სწორედ ეს არის. რაც შეეხება 98 ქულის მოგროვებას, ეს არ არის გუნდის მთავარი პრიორიტეტი, ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვირძვით, რომ ვიყოთ საუკეთესონი, მაქსიმალური ქულების მოგროვება კი, ერთი რიგითი სურვილია."
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 20 აპრილი 2010
- 2 005
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.