ზიდანი კეილორ ნავასს შეხვდა და არჩევანის საშუალება თავად მისცა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანსა და კეილორ ნავასს შორის საუბარი შედგა...
ფრანგმა სპეციალისტმა კოსტარიკელ კარის დარაჯს განუცხადა, რომ მომდევნო სეზონში „ბლანკოსის“ ძირითადი მეკარე ტიბო კურტუა იქნება და ახლა არჩევანი თავად კეილორზეა.
თუ ნავასი მეორე მეკარეობას დათანხმდება, „ბლანკოსი“ მას დიდი სიამოვნებით დაიტოვებს, ვინაიდან ის ზიზუსგან დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ თუ კეილორს პრეტენზია ექნება და სხვა კლუბის ძებნას დაიწყებს, ამ გადაწყვეტილებას „მერენგების“ ხელმძღვანელობა გაგებით მოეკიდება.
- 13 მაი 2019
- 2 703
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.