იგუაინი:"წინ კიდევ ხუთი ფინალია"
მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სეზონს ჩემპიონის რანგში დაასრულებს. ამასთან ერთად, პიპიტამ დასძინა, რომ მისი და მისი თანაგუნდლების ოცნება, 98 ქულის მოგროვებაა, რომელთანაც "თეთრები" ძალიან ახლოს არიან. როგორც მოგეხსენებათ, იგუაინი სამეფო კლუბის საუკეთესო მეგოლეა, გასულ ტურში, "ვალენსიას" კარში გატანილი გოლი, მისთვის 25–ე გამოდგა, რაც ლა ლიგის მასშტაბით მეორე შედეგია, "ესპანელ სნაიპერთა" შორის, პირველ პოზიციას ლეო მესი იკავებს, რომელსაც 27 ბურთი აქვს გატანილი.
"სარაგოსა არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. სეზონის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, ამჟამად მათ წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩება, რადგანაც შესაძლოა ნებისმიერმა ქულამ იქონიოს გავლენა, ჩემპიონის ვინაობაზე. ჩვენ კი ქულების დაკარგვას არ ვაპირებთ."
"მართალია ბარსელონა საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ გარწმუნებთ, მადრიდის რეალი არასოდეს ნებდება, ჩვენ სეზონის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ, რათა მადრიდელი ინჩასების გული, კიდევ ერთხელ მოვიგოთ."
"მეტოქეთა კარში, გოლების გატანა ძალიან მსიამოვნებს. ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომ პიჩიჩი გავხდე. იმედი მაქვს, ამ მიზნის მიღწევას მოვახერხებ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პიროვნულ წარმატებებზე ფიქრი არ შეიძლება, რადგანაც პირველ ადგილზე გუნდის ინტერესებია, შემდეგ კი საკუთარი."
"ძალიან მინდა, წლის ბოლოს 98 ქულის მოგროვება მოვახერხოთ, რომელიც ყოველი მადრიდისტას ოცნებაა..."
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
ავტორი: Kevlisha
- 20 აპრილი 2010
- 1 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.