ვარჯიში განახლდა
დღეს, მადრიდის "რეალმა", ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. "თეთრები" – "სარაგოსასთან" შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც შაბათს საღამოს, "ლა რომარედაზე" ჩატარდება. რაული, მეტსელდერი, კაკა და დრენტე, სატრენაჟორო დარბაზში მოვარჯიშე, პეპეს შეუერთდნენ, რომელიც გამოსაჯანმრთელებელ კურსებს ახლო მომავალში დაასრულებს.
პელეგრინის გუნდის, "შავ" სიას დღეს რაულ ალბიოლიც შეემატა, რომელიც მომავალ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მცველმა, "ვალენსიასთან" შეხვედრის ბოლო წუთზე მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, "სარაგოსასთან" მატჩში, იგი საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს პირველ გუნდთან ერთად, კასტილიელმა ხუანფრანმაც ივარჯიშა.
დღევანდელი ვარჯიშის პრიორიტეტი ბურთთან ერთად მუშაობა იყოს... ტექნიკური სავარჯიშოების შემდეგ, ფეხბურთელები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ერთმანეთში ითამაშეს. ხუანფრანი კი, რომელსაც "ბლანკოსის" განაცხადში დებიუტი, "ვალენსიასთან" თამაშში ჰქონდა, დღესაც მთავარ გუნდთან ერთად მუშაობდა.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 20 აპრილი 2010
- 1 936
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.