სანტოსის პრეზიდენტი:„ნეიმარი „რეალში“ უნდა გადავიდეს“
ბრაზილიური „სანტოსის“ პრეზიდენტმა, ნეიმარს „რეალში“ გადასვლა ურჩია...
„ის, რომ ნეიმარი ახლა „პსჟ“-ს რიგებს იცავს დიდი შეცდომაა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ დატოვებით პრესტიჟიც დაკარგა და ის რეპუტაციაც, რომელიც მას კატალონიურ კლუბში ჰქონდა. არ დაგვავიწდეს, რომ კატალონიაში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიგო. გადაწყვეტილება არასწორი იყო და ამას ის ალბათ ხვდება კიდეც.“
„გამოსავალი? ვფიქრობ, ნეი „რეალში“ უნდა გადავიდეს, მადრიდული კლუბი მსოფლიო მასშტაბის ბრენდია და მას იქ შეეძლება, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს. ნეიმარის ნიჭი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მან ოქროს ბურთი მოიგოს.“
- 16 მაი 2019
- 3 489
- 13