კოვაჩიჩის დაბრუნებამდე 49 დღე რჩება
მატეო კოვაჩიჩის მომავალი კვლავაც ბურუსით არის მოცული. „ჩელსის“ სატრანსფერო ბანი ძალაში დარჩა და არც სააპელაციო კომიტეტმა დააკმაყოფილა ლონდონური კლუბის მოთხოვნა..
მატეოს საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც ხორვატი ფეხბურთელი იძულებული გახდება მადრიდში დაბრუნდეს.
„ას“-ის ინფორმაციით, ზიზუ მატეოს დატოვებას არ აპირებს, თუმცა არც ჩქარობს, ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ იცის, შეძლებს თუ არა ტანგვი ნდომბელეს და პოგბას შეძენას, ასევე დღის წესრიგში დგას კრისტიან ერიკსენიც. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერები შედგება, კოვაჩიჩის ადგილი „რეალში“ ნამდვილად აღარ დარჩება.
- 12 მაი 2019
- 1 058
- 4