აზარი „ჩელსის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო გოლის ავტორი გახდა
ლონდონის „ჩელსიმ“ გრანდიოზულ ღონისძიებაზე ედენ აზარი დააჯილდოვა...
ბელგიელი წინახაზელი კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა.
ეს არის კიდევ ერთი დიდი ნიშანი იმისა, რომ ლონდონური კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს ეცდება, თუმცა ღონისძიების შემდეგ ედენის გაკეთებულმა კომენტარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ის „რეალში“ ითამაშებს.
„ახალი კონტრაქტი? ჩვენ ამაზე აღარ ვსაუბრობთ, ვინაიდან ყველაფერი ნათელია, ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება“-განაცხადა აზარმა.
- 11 მაი 2019
- 4 751
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.