ოფიციალური განცხადება!!!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა...
2019 წლის 8 მაისს, მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭომ სხდომა გამართა, სადაც საშინაო არენის, სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის საკითხი იქნა განხილული. გრანდიოზული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 525 მილიონ ევროს შეადგენს, სტარტს იღებს და 39 თვეში დასრულდება.
შემსრულებელ კომპანიასთან შეთანხმების მიხედვით, პროექტი სრულფასოვნად 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს, თუმცა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მაქსიმუმ 4 თვით შეიძლება გადავადდეს.
ამასთან ერთად მადრიდის „რეალი“ დარწმუნებით აცხადებს, რომ უამრავი ტექნიკური და ეკონომიკური კვლევის საფუძველია მიღებულია გადაწყვეტილია და შერჩეულია უმაღლესი ხარისხის საჭიროებები (მასალა, ტექნიკა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები), რომლითაც სამუშაოები ჩატარდა.
ამასთანავე კლუბი დასძენს, რომ რეკონსტრუქციის ფარგლებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება სტადიონზე მატჩების ჩატარებას, ბერნაბეუს ტურზე ხალხის მიღებას, ოფიციალური მაღაზიებისა და რესტორნების მუშაობას!
- 9 მაი 2019
- 11 387
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.