რონალდო+იგუაინი=45 გოლს ლა ლიგაში

მადრიდის "რეალს" მრისხანე თავდასხმა ჰყავს. სამეფო კლუბს ჰყავს ორი ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი. ამ ფეხბურთელებმა ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 45 გოლს მოუყარეს თავი. 25 გოლი არგენტინელის ანგარიშზეა, ხოლო 20 პორტუგალიელის.

ძალიან იშვიათად მთავრდება მატჩი ისე, რომ ან გონსალომ ან კრიშტიანომ გოლი არ გაიტანონ. მათ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და ეს შედეგზეც აისახება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო ამ სეზონში გარკვეული რაოდენობის მატჩები გამოტოვა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად მან მაინც შეძლო 20 გოლის გატანა, თანაც ლა ლიგაში 5 ტური კიდევ წინ არის. "ბლანკოსის" მაისურით, კრიშტიანომ 24 მატჩი ჩაატარა პრიმერაში. მისი კონკრეტული მაჩვენებელი ასეთია: 2120 წუთი და 20 გოლი.

რაც შეეხება გონსალოს. არგენტინელ ფეხბურთელს 27 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა წუთობრივი მაჩვენებლით ჩამორჩება რონალდოს, რადგან იგი სეზონის დასაწყიშში მხოლოდ სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაშებში. პიპიტამ 2017 წუთში 25 გოლს მოუყარა თავი და გუნდის საუკეთესო ბომბარდიც გახლავთ.

  • Hala
  • 19 აპრილი 2010
  • 2 053
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)