ზიდანი:„ჩემ გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლებას არავის მივცემ“
ზიზუმ „ვილიარეალის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, გუნდმა კარგად იასპარეზა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ეს იყო „ვალეკასზე“ გამართული დაპირისპირებისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი.“
„ბრაჰიმ და მარიანო დიასებმა იდეალურად ითამაშეს. მეორე ტაიმის ბოლოს მოვეშვით და დავისაჯეთ კიდეც, თუმცა საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია.“
„ბრაჰიმს უდიდესი მომავალი აქვს, ახლა არ ვაპირებ იმაზე საუბარს დარჩება ის „რეალში“ თუ გააგრძელებს კარიერას სხვა კლუბში, მაქსიმალურად ვცდილობ, ახალგაზრდა შემტევს გახსნაში დავეხმარო, მან დღეს ფენომენალურად ითამაშა და ჩემგან დიდი სიმპატიები დაიმსახურა.“
„ვინიციუს ჟუნიორი 2 თვის მანძილზე არ გამოჩენილა, დღეს კი გარკვეული დრო მიიღო, ბრაზილიელი ეტაპობრივად აუცილებლად მოუმატებს.“
„მარიანო ძალიან ძლიერი თავდამსხმელია. რომ არა ტრავმები, ის გაცილებით ეფექტური იქნებოდა მიმდინარე სეზონში. მარიანოს ყოველთვის აქვს გოლის გატანის ალღო, დღეს სწორედ მისმა დუბლმა იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა.“
„გამოიძახებენ თუ არა ვინიციუსს კოპა ამერიკაზე? მე არ ვარ ტიტე, ეს მას უნდა ჰკითხოთ.“
„კროოსმა საოცრად ითამაშა, მისი სიზუსტის მაჩვენებელი უბრალოდ აღმაფრთოვანებელია.“
„სიას მე ვადგენ, ვინაიდან მწვრთნელი ვარ, თქვენ კი ჟურნალისტები ხართ და არ გაქვს უფლება ჩემ გადაწყვეტილებებში ჩაერიოთ. ბეილი იმიტომ არ ვათამაშე, რომ ასე ჩავთვალე საჭირო, შედეგი სახეზეა.“
- 5 მაი 2019
- 8 965
- 25
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.