ლუკას ვასკესი:„ჩემი გადაწყვეტი არ არის ითამაშებს თუ არა ბეილი“
ლუკას ვასკესმა „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„წინა ტურში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ეს შეხვედრა კი განსხვავებული იყო და ქომაგებმა დიდი სიამოვნება მიიღეს. გარდა იმისა, რომ „რეალმა“ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კლუბს წინა ხაზში ეფექტური თამაში შეუძლია.“
„მე ვარ მადრიდისტა და არსად წასვლა არ მსურს, რა მოხდება ზაფხულში ნამდვილად ვერ გეტყვით.“
„ბეილი? მე არ ვწყვეტ ითამაშებს თუ არა უელსელი შემტევი, ეს მისტერის საქმეა.“
„ახალწვეულები? ამასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი მიმდინარეობს, ვნახოთ ვის დაიმატებს „რეალი“.“
„ვამაყობ, რომ იკერ კასილიასს ათასობით ქომაგებმა გამოუცხადა სოლიდარობა.“
- 5 მაი 2019
- 1 420
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.