„სიტიმ“ „რეალის“ თითქმის მიღწეული შეთანხმება ჩაშალა
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობამ მადრიდის „რეალის“ თითქმის მიღწეული შეთანხმება ჩაშალა...
საქმე ეხება ფრანგ ტანგვი ნდომბელეს, რომელიც „ლიონში“ ასპარეზობს და რომლის აგენტიც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, რათა 22 წლის ნახევარმცველის პირადი კონტრაქტის დეტალები შეეთანხმებინა.
ხოსეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობა ნდომბელეს სანაცვლოდ 85 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, რამაც „ლიონის“ ხელმძღვანელობა სერიოზულად დააფიქრა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გაზრდის თუ არა ფლორენტინო პერესი შეთავაზებული თანხის ოდენობას და გაუწევს თუ არა კონკურენციას მანჩესტერულ კლუბს.
- 3 მაი 2019
- 4 879
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.