„პსჟ“-ში კრიზისი იწყება, პერესი და ზიდანი მბაპე-ნეიმარის ოპერაციას იწყებენ!
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პსჟ“-ს წინ ძალიან სერიოზული კრიზისი ელის, ვინაიდან გუნდიდან ინვესტორები მიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს ფინანსური თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება...
ეს ამბავი წყალს ზიდანის და პერესის წისქვილზე ასხამს. პერესის ოცნება ნეიმარია, ზიდანის კი მბაპეა. ამ შემთხვევაში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ეცდება ბრაზილიელიც დაიმატოს და ფრანგიც. ეს არის ის მომენტი, როდესაც სამეფო კლუბის შანსები მართლაც ძალიან გაიზარდა და კოლოსალური თანხის გადახდის შემთხვევაში მბაპეს და ნეიმარის გაფორმება რეალურია.
თუ პარიზში კრიზისი დაიწყო, „რეალის“ მიერ 2 ფეხბურთელში გადახდილი მინიმუმ 380 მილიონი ევრო კლუბის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გაზრდის და „პსჟ“-ს ფეხზე დადგომაში დაეხმარება.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- 3 მაი 2019
- 2 887
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.