The Independent - პოგბა მზად არის, საკუთარი კონტრაქტი გამოისყიდოს!
ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ პოლ პოგბას მანჩესტერ „იუნაიტედიდან“ აბარგება მკაცრად აქვს გადაწყვეტილი...
ფრანგი ფეხბურთელი მზად არის ინგლისურ კლუბთან დარჩენილი ხელშეკრულების წლების გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და კონტრაქტი შეწყვიტოს. პოლი თვლის, რომ მოვიდა დრო საკლუბოდ დონეზე სერიოზული ტიტულები მოიგოს, მანჩესტერის შემადგენლობაში კი ამის გაკეთება უახლოეს წლებში ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან გუნდში ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
პოგბას ოცნება ზინედინ ზიდანთან თამაშის. „იუნაიტედი“ „რეალთან“ მოლაპარაკებაზე უარს არ აცხადებს, თუმცა ფლორენტინო პერესისგან 150 მილიონ ევროს ითხოვს.
- 2 მაი 2019
- 2 682
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.