„რეალი“ ერიკსენს შეუთანხმდა
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას...
საქმე ეხება კრისტიან ერიკსენს ტრანსფერს. „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი, დანიელ ლევი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დანიელი ნახევარმცველი „ბლანკოსში“ არ გაუშვას, აქედან გამომდინარე, პერესმა ალტერნატიული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ერიკსენის ტრანსფერი 1 წლით გადაიწევს, მაგრამ ის „ბლანკოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით, სრულიად უფასოდ შეუერთდება.
„ას“-ის ინფორმაციით, ერიკსენის ხელფასი იქნება 3-ჯერ მეტი, ვიდრე ახლა მას ლონდონში აქვს.
- 1 მაი 2019
- 14 285
- 20