„რეალი“ ლა ლიგაში შარშანდელზე უარეს შედეგს აფიქსირებს!
მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორე სეზონია მე-3 ადგილს იკავებს, რაც კლუბის ისტორიაში იშვიათად ხდება...
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს წელს შარშანდელზე გაცილებით უარესი შედეგი აქვს.
შარშანდელი სეზონი ზიზუს გუნდმა 76 ქულით დაასრულა, წელს კი 35 ტურის თავზე 65 ქულას ფლობს და მომდევნო 3 მატჩში 9 ქულია აღების შემთხვევაშიც, კი მაქსიმუმ 74 ქულას დააფიქსირებს, რაც ავტომატურად ნიშნავს შარშანდელზე უარეს შედეგს.
ასევე აღსანიშნავია წაგებები, რომელიც წელს „ბლანკოსს“ ჰქონდა. 35-იდან 10 დაპირისპირებაში „ბლანკოსმა“ მარცხი განიცადა, შარშან კი წაგებების გრაფაში მხოლოდ 6 ეწერა.
წელს კატასტროფული მაჩვენებელია გატანილი გოლების მხრივაც. „მერენგებს“ 35 თამაშში მხოლოდ 59 გოლი აქვთ გატანილი, საკუთარ კარში კი 39 მიიღეს.
შარშანდელ სეზონში „ბლანკოსს“ ლა ლიგაში 94 ბურთი ჰქონდა გატანილი და მხოლოდ 5-ით ჩამორჩა ჩემპიონ „ბარსელონას“.
ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კლუბის შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად არის შესუსტებული და საჭიროა ახალი ძალის მობილიზება.
- 1 მაი 2019
- 1 686
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.