პერესი:„გილოცავთ! ჩვენ მივაღწიეთ 2 უპრეცენდენტო შეთანხმებას“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალს“ 2 უპრეცენდენტოდ დიდი შეთანხმების მიღწევას ულოცავს...
„მე არ შემიძლია ვისაუბრო გუნდში არსებულ კრიზისში, ჩვენ უკვე დავინახეთ სურათი, რომელიც ახლაა, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ ეტაპობრივად ყველაფერს შევცვლით და ზიდანის ახალი გეგმა გაამართლებს.“
„წლევანდელი სეზონი ტიტულების თვალსაზრისთი ნამდვილად არ არის აქტივში ჩასაწერი, მაგრამ მერწმუნეთ, 2019 წელი მადრიდის „რეალის“ ისტორიაში სამუდამოდ შევა. ჩვენ მივაღწიეთ 2 უდიდეს შეთანხმებას, რომელიც იქნება საბოლოო წარმატების უდიდესი გარანტი.“
„გასული 2 თვის განმავლობაში „რეალის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ბერნაბეუს რეკონსტრუქციის გეგმა და და ის ფინანსური რესურსი, რომელიც ამ პროექტს სჭირდება. ასევე შეთანხმება „ადიდასთან“, რომელიც არა მილიონებს, არამედ მილიარდზე მეტს მოიცავს. „ადიდასი“ ჩვენი უდიდესი პარტნიორია, შეთანხმება, რომელიც „ბლანკოსსა“ და ამ კომპანიას შორის დაიდო უპრეცენდენტოა და ურთიერთთანამშრომლობის მაღალ დონეს ითვალისწინებს.“
„ფინანსური თვალსაზრისით ორივე პროექტი ძალიან მომგებიანია და ამასთან ერთად პირდაპირ უკავშირდება სამეფო კლუბის გაძლიერებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე რესურსის გაძლიერების თვალსაზრისით.“
„„ბარსელონას“ ჩემპიონობა? კატალონიელებს ვულოცავ, მათ კარგი სეზონი აქვთ, ჩვენ კი აუცილებლად ვაჩვენებთ პროგრესს.“
- 29 აპრილი 2019
- 16 054
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.