ზიდანი:„ეს არის სირცხვილი, ბოდიშს ვიხდი“
ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...
„პირდაპირ გეტყვით. ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რაც „რეალმა“ დღეს გააკეთა. შესაძლოა წააგო და ეს დააბრალო მომენტების გამოუყენებლობას, ტრავმიანობას, არგამართლებას და ასე შემდეგ, მაგრამ „რაიოსთან“ მატჩში მადრიდის „რეალმა“ აბსოლუტურად ვერაფერი გააკეთა, რაშიც დამნაშავე ვარ მე და ყველა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე იყო. ეს არის ნამდვილი სირცხვილი.“
„ლა ლიგაში პოზიციას ფაქტობრივად ვეღარ შევიცვლით. მესამე ადგილზე ვართ.“
„ის, რაც გასახდელში ხდება გარეთ გამოსატანი არ არის. ჩვენი საუბარი ყოველთვის საიდუმლოდ რჩება.“
„ვნანობ თუ არა სამეფო კლუბში დაბრუნებას? გადაწყვეტილება მივიღე და მზად ვარ, ჩემ ქმედებებზე პასუხი ვაგო. მე ვიწყებ ახალ პროექტს, რომელიც აუცილებლად მოიტანს წარმატებას.“
„ნებისმიერ წაგებაზე პირველ რიგში მე ვარ პასუხისმგებელი, თუმცა ის, რაც „რეალმა“ ითამაშა, ჩემი დავალება ნამდვილად არ იყო. გუნდში ცვლილებების დრო მოვიდა, რისი დასტურიც სწორედ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩია.
- 29 აპრილი 2019
- 17 275
- 25