„ტოტენჰემს“ ერიკსენის სანაცვლოდ 150 მილიონი სურს
„ტოტენჰემის“ პრეზიდენტი ხვდება, რომ კრისტიან ერიკსენთან გამომშვიდობება მოუწევს, თუმცა მის სანაცვლოდ მაქსიმალური თანხის მიღებას ცდილობს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევისა და პრეზიდენტ პერესს შორის საუბარი კიდევ ერთხელ შედგა, სადაც ლონდონური კლუბის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა ტრანსფერზე ითანამშრომლოს, თუმცა „რეალმა“ 150 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
ამის პარარელელურად პერესი აცნობიერებს, რომ ერიკსენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება, რომლის გაგრძელების პერსპექტივაც არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დანიელი ფეხბურთელის დამატება გაცილებით დაბალ ფასში არის შესაძლებელი.
„რეალის“ გეგმის მიხედვით, ერიკსენი მადრიდში 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა გადავიდეს.
- 25 აპრილი 2019
- 1 861
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.