სანეს „სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეროი სანეს კანდიდატურით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება, მისი ახალი კონტრაქტის საკითხიც დღის წესრიგში დადგა...
გერმანელი ფეხბურთელი „სიტიში“ არსებული სიტუაციის უკმაყოფილოა და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს. ფაქტია, რომ გუარდიოლა სანეს აღარ ენდობა და სათამაშო წუთების მხრივ ის უკვე ძალიან მოიკოჭლებს.
ლეროისთვის „რეალის“ ვარიანტი იდეალურია, ვინაიდან „ბლანკოსს“ სწორედ მისი სტილის ფეხბურთელი სჭირდება და არავინ ფიქრობს, რომ მას ზიზუ სათადარიგოთა სკამზე დასვამს.
Daily Mirror-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა სანესთვის 85 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.
- 24 აპრილი 2019
- 2 055
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.