ფეხბურთელების კომენტარები
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ გუტის, იგუაინის, მარსელოს, გაგოს და სერხიო რამოსის მატჩისშემდგომი კომენტარები.
გუტი:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთამაშობდით დიდებული კლუბის წინააღმდეგ მაინც შევძელით გამარჯვება ამ ურთულეს და ძალზედ დაძაბულ მატჩში. გვქონდა უამრავი მომენტი გოლის გატანის თუმცა ამ შანსის გამოყენება მხოლოდ ორჯერ მოვახერხეთ.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე არაფერია დასრულებული. ამ სიტყვებში ვგულისხმობ იმას, რომ უმრავლესობის აზრით ბარსელონა გახდება ჩემპიონი, თუმცა დამერწმუნეთ ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ყველა თამაშს მოვიგებთ. ბარსელონას რთული კალენდარი აქვს და თუ ერთი ფრე მაინც ითამაშა უკვე ჩვენ, მადრიდის რეალის ფეხბურთელები გავხდებით ლა ლიგის ტურნირის გამარჯვებულნი.
იგუაინი:
მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ვითამაშეთ ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი.ვალენსია ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ''ღამურების'' არ შეგვეშინდა და შევძელით დამაჯერებლად გამარჯვება ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში.
კიდევ დაგვრჩა ხუთი ფინალი სათამაშო.იმედი მაქვს ''ბარსელონას'' ფეხს წამოკრავს რომელიმე გუნდი და ქულებს დააკარგვინებს რაც ჩვენი ჩემპიონობისთვის წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება.
მარსელო:
როგორც ხედავთ ვუმატებთ თამაშის ხარისხს. არანაირი უფლება არ გვაქვს მომდევნო 5 მატჩში დავკარგოთ ქულები. ბოლომდე ვიბრძვით და ასევე გავაგრძელებთ ჩემპიონატის დასრულების ბოლო წუთამდე.
ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი გადაცემის შემდეგ რონალდომ გოლის გატანა შეძლო.ვულოცავ მას ამ გოლს.
გაგო:
უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ყველა მატჩში და ლა ლიგის ჩემპიონები უნდა გავხდეთ. შემდეგი მატჩიც არანაკლებ რთულია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ავიღოთ სამი ქულა.
სერხიო რამოსი:
გულშემატკივრები ჩვენგან ლა ლიგის ტიტულს ითხოვენ, რომ არ მოვიგოთ არ შეიძლება. ძალღონეს არ დავიშურებთ თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავეუფლებით ჩემპიონის ტიტულს, რაც თითოეულ ფეხბურთელს და რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მადრიდისტას გაახარებს.
ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ხუთი შანსი. ანუ ხუთი მატჩი, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ხუთი მატჩიდან მაქსიმალურ ქულას ავიღებთ.
- 19 აპრილი 2010
- 2 052
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.