მარსელო:„ვფიქრობ, რომ „რეალში“ დავრჩები, მე აქ ბედნიერი ვარ“
მარსელომ „ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ეს იყო რადიკალურად განსხვავებული პირველი და მეორე ტაიმი. მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა. გუნდმა 3 უპასუხო გოლის გატანა შეძლო და აქტივში 3 ქულა ჩაიწერა. კარგი დაპირისპირება გამოდგა. ეჭვი არ მეპარება, ქომაგებმა დიდი სიამოვნება მიიღეს. ასე უნდა განვაგრძოთ.“
„კარიმ ბენზემამ ლამაზი გოლები გაიტანა. ყველამ კარგად ვიცით, რა კლასს ფლობს ფრანგი, ის ეფექტურია, როგორც გოლების გატანის მხრივ, ასევე სხვა ასპექტებში. მოხარული ვარ, რომ „9“-იანს უდიდესი პროგრესი აქვს.“
„სამწუხაროდ, რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. ეს იყო რთული სეზონი, ურთულესი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ცვლილებები განხორციელდება. ჩემი აზრით, ყველამ გონივრულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობა მიიღებს.“
„ჩემი მომავალი? გადაწყვეტილი მაქვს, რომ „მერენგების“ რიგებში დარჩენა მსურს, პრეზიდენტი კი საბოლოო სიტყვას იტყვის. მე არ ვფიქრობ, რომ „ბლანკოსს“ დავტოვებ, ამ მაისურში ბედნიერად ვგრძნობს თავს.“
„კრიტიკა მისაღებია, თუმცა იმას ვერავინ დამაბრალებს, რომ არ ვიბრძვი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური შრომა.“
- 21 აპრილი 2019
- 5 273
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.