ვინიციუსი „ბილბაოსთან“ შესაძლოა განაცხადშიც ვერ მოხვდეს
გავრცელებული ინფორმაციით, ვინიციუს ჟუნიორმა „ბილბაოსთან“ მატჩში შესაძლოა მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს.
სიფრთხილეს ზინედინ ზიდანი იჩენს, რომელიც დღეს სამედიცინო შტაბთან კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას.
„ბლანკოსის“ მთავარ მწვრთნელს რისკების თავიდანა აცილება სურს და სწორედ ამიტომ დგამს მსგავს ნაბიჯს.
bernabeudigital-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, 25 აპრილს იასპარეზებს.
- 18 აპრილი 2019
- 2 114
- 18