ცნობილია რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც „რეალში“ რჩება!
ესპანური გამოცემა „მარკა“ გვაუწყებს, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს. ფრანგ სპეციალისტს სურს, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს ჰქონდეს სია, რომელიც იქნება, როგორც საყიდელი, ასევე გასაშვები ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიზუ არ აპირებს ფედერიკო ვალვერდეს გაყიდვას და მის დარჩენას დიდი ალბათობით დანიელ სებალიოსი შეეწირება, რომელსაც ფრანგი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ენდობა.
აქტიური საუბარი მიმდინარეობს ისკოს დარჩენაზეც, რომელსაც აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ. გარდა ამისა რჩება მარსელოც და „იუვენტუსის“ წინადადება არ განიხილება.
ასევე არ განიხილება ვინიციუს ჟუნიორის აბარგების საკითხი. მოგეხსენებათ, „ლივერპულმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატების სურვილი გამოთქვა. თუ ვინი წავა, შეთანხმება მხოლოდ საიჯარო იქნება.
- 17 აპრილი 2019
- 3 651
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.