„ბარსელონამ“ „რეალს“ ომი გამოუცხადა - კატალონიელთა პოზიცია ცნობილია!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ზაფხულში კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის სერიოზული ბრძოლა გაიმართება...
„ბლაუგრანას“ პრეზიდენტი, ბართომეუ არ აპირებს, რომ ფლორენტინო პერესს ლუკა იოვიჩი დაუთმოს. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის აზრით, სერბი ფეხბურთელი ბრწყინვალედ შეცვლის ლუის სუარესს.
ამ გარემოებით ფრანკფურტის „აინტრახტი“ მაქსიმალურად ეცდება იოვიჩის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს.
კატალონიურ გამოცემებზე დაყრდნობით, „რეალს“ იოვიჩისთვის ბრძოლაში შანსი არ აქვს, ანალოგიურს იუწყებიან მადრიდული გამოცემებიც, თუმცა განსხვავება ისაა, რომ მადრიდელები ფავორიტად „მერენგებს“ ასახელებენ.
- 14 აპრილი 2019
- 6 933
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.