სიმართლე გამჟღავნდა - რატომ დაბრუნდა ზიდანი „რეალში“?
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების მთავარი მოტიი გამჟღავნებულია...
ალბათ სასაცილოა, მაგრამ ზიდანის წასვლა „რეალიდან“ და დაბრუნება „ბლანკოსში“ ერთი და იგივე მიზეზის გამო მოხდა.
კერძოდ, ფრანგი კლუბს ბერნაბეუს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პროექტის გამო დაემშვიდობა. მაშინ ფლორენტინო პერესმა მთავარ მწვრთნელს განუცხადა, რომ კლუბი ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად თანხას ვერ დახარჯავს, ვინაიდან ბიუჯეტის რესურსი სტადიონის განახლებაზე უნდა ყოფილიყო მიმართული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზინედინმა გადაწყვეტილება მიიღო და კლუბს დაემშვიდობა, ის თვლიდა, რომ ახალი ფეხბურთელების მოყვანის გარეშე „მერენგები“ შედეგებს ვეღარ დააფიქსირებდნენ და ასეც მოხდა.
რაც შეეხება დაბრუნებას. პერესმა გეგმები შეცვალა და მიხვდა, რომ თავის დროზე ზიზუ მართალი იყო. სწორედ ამიტომ აიღო „რეალმა“ 30 წლიანი სესხი 575 მილიონი ევროს ოდენობით და რეკონსტრუქციის თანხა პირად ბიუჯეტს არ მოაკლო.
„რეალი“ ყოველწლიურად 29.5 მილიონ ევროს გადაიხდის და სესხს გრძელვადიან პერიოდში დაფარავს. წელიწადში 29.5 მილიონის გადახდა კლუბის ბიუჯეტს ვერაფერს დაატყობს, სამაგიეროდ კლუბის ბიუჯეტიდან დაახლოებით 350-380 მილიონი ევრო ახალი ფეხბურთელების დამატებას მოხმარდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც დაბრუნდა ფრანგი ლეგენდა დედაქალაქური კლუბის რიგებში.
ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალი“ რამდენიმე ვარსკვლავის გაყიდვასაც გეგმავს და არ არის გამორიცხული შემოსული თანხის ოდენობამ დახარჯული თანხის 80%-მდე შეადგინოს.
- 13 აპრილი 2019
- 9 857
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.