„ვალიადოლიდს“ რეგილონის იჯარით აყვანა სურს
სერხიო რეგილონი მადრიდის „რეალში“ საკმაოდ ეფექტურად გამოდის. ახალგაზრდა განაპირა მცველი სანტიაგო სოლარიმ დააწინაურა. მეტიც, სერხიომ შემადგენლობიდან სათადარიგოთა სკამზე გადასვლა მარსელო.
გუნდში ზიზუს დაბრუნების შემდეგ, ბრაზილიელი ვიცე-კაპიტანი თერთმეტეულს კვლავაც დაუბრუნდა, თუმცა სათამაშო წუთები რეგილონმაც მიიღო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერხიოს იჯარით აყვანა „ვალიადოლიდს“ სურს და მისი ხელმძღვანელი ლუის ნაზარიო რონალდო ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ვალიადოლიდი“ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, გუნდი ლა ლიგაში მე-17 პოზიციას იკავებს და მხოლოდ ერთი საფეხურით არის ცხრილის ფსკერზე მაღლა.
თუ კოლექტივი ლა ლიგაში დარჩება, რონალდო რესურსის გაზრდას გეგმავს და თვლის, რომ რეგილონი გაზრდის როგორც დაცვის, ასევე შეტევის პოტენციალს.
- 11 აპრილი 2019
- 1 174
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.