დაიბრუნებს თუ არა CR"9" CR"7"-ს?
წაიკითხეთ სტატია და მიხვდებით რაზე ვწერ
ეხლა ამ სტატიის სათაურის გადამკიდე ბევრი იფიქრებს, რომ საქმე რონის ისევ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას ეხება, მაგრამ როგორც ჩვენში ერთი ძალზედ პოპულარული ადამიანი იტყვის ხოლმე, "ნურას უკაცრავად". როგორც ვიცით, სანამ რონალდუ "მანჩესტერიდან" "რეალში" გადმობარგდებოდა, მისი ზედმეტსახელი იყო "CR 7", მას ამ სახელით საკუთარი რამოდენიმე ე.წ. "ბუტიკი"–ც ქონდა გახსნილი, მაგრამ რაც "რეალში" გადმოვიდა მისი სრული რებრედინგი მოხდა. მას უკვე "CR 9" სახელით მოიხსენიებენ (იმედია მიხვდებით რატომაც.)
ბევრი იკითხავთ, რაშია საქმეო? ან რა შუაშია ზემოთმოყვანილი ისტორია სტატიის სათაურთანო? გიპასუხებთ.
ბევრი აზრი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სეზონი ჩაატარა წელს "მადრიდის რეალმა". ზოგი თვლის, რომ ზოგადად კლუბისთვის ის წარუმატებელი იყო, ვინაიდან "თეთრებმა" წააგეს ის შეხვედრები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი დატვირთვით ("ალკორკონი" , "ლიონი" და "ბარსელონა").
ზოგიერთისთვის ეს სეზონი წარმატებული გამოდგა. მაგ: ისეთებისთვის, როგორიცაა კრიშტიანო რონალდუ და მანუელ პელეგრინი. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩილელი სპეციალისტი ისეთ გრანდს ჩაუდგა სათავეში, როგორიც "მადრიდის რეალია" და შესაბამისად შეუძლებელია ეს წარმატებად არ ჩაითვალოს. ანალოგიურად კრიშტიანო რონალდუ. ჯერ იყო და ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში (80 მლნ. ევრო) , შემდეგ პირველი სეზონის კვალობაზე კარგ თამაშს აჩვენებს , ასე რომ პირადად მისთვისაც ეს ერთგვარ წარმატებულ წლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ჩილელმა სპეციალისტმა მოახერხა და გუნდად ჩამოაყალიბა ვარსკვლავები, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში სხვადასხვა სტილის ფეხბურთს თამაშობდნენ. შეუძლებელია, რომ ეს მწვრთნელის ღირსებად არ ჩაითვალოს. მან შექმნა გუნდური მანქანა, რომელსაც ოდნავ ხელის შევლება ესაჭიროება, რომ ტიტულების მოგება დაიწყოს.
ადამიანს იმიტომ აქვს გონება, რომ საკუთარი მსოაზრებები გააჩნდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად შეუძლებელია ყველა ერთი აზრისა იყოს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ყველაზე მეტი გამოხმაურება "რეალის" ლეგენდარული 7 ნომრის ზაფხულში კლუბიდან შესაძლო წასვლას მოყვა.
რაული , საუკეთესო თუ არა ერთ–ერთი საუკეთესოა "მადრიდის რეალის" ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის. ის კლუბის ყველა დროის გოლეადორია და რაც ყველაზე უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს არის ის, რომ იგი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე "რეალის" ღირსებას იცავდა. მაგრამ ამ დამსახურებების მიუხედავად , ეს სეზონი მისთვის შეიძლება ითქვას, ყველაზე ცუდი გამოდგა.
თავად ფეხბურთელი ამ სიტუაციას სრული გაგებით ეკიდება და მას კანონზომიერს უწოდებს. მისი აზრით, დროა რომ ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმოს, ისეთებს, როგორიც გონსალო იგუაინი, კარიმ ბენზემა კრიშტიანო რონალდუ და ა.შ. არიან. ამიტომაცაა, რომ პრესაში ბევრს წერენ მის კლუბიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით. პრესაში უკვე იმაზეც მსჯელობენ, თუ სად წავა რაული. ყველაზე უფრო მოსალოდნელი მისი აშშ–ში გადასვლაა.
მაგრამ თუ რაული მართლა დატოვებს "სანტიაგო ბერნაბეუს" ამ ზაფხულს, მაშინ მისი 7 ნომრიანი მაისური თავისუფალი დარჩება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამ ნომრიან მაისურს კრიშტიანო რონალდუს მისცემენ ( იგი უკვე ატარებდა ამ ნომრის მაისურს "მანჩესტერ იუნაიტედში").
მიუხედავად იმისა, რომ რონი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რამდენად სწორი იქნება მან ითამაშოს იმ ნომრით, რომლითაც თამაშობდა ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე "მადრიდის რეალს" მიუძღვნა? რამდენად ეთიკური და მისასალმებელი იქნება ეს ფაქტი "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებისთვის უცნობია. რონალდუმ შესაძლოა თავისი სახელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ლეგენდებს შორის ჩაწეროს, მაგრამ...
მაგრამ რაული ამ კლასში მართლაც რომ ცოცხალი ლეგენდაა. ის ერთ–ერთი ყველაზე ერთგულ ლეგენდადაა მიჩნეული, ისეთებად , როგორებიც არიან გიგზი და პოლ სკოულზი. რაულმა კლუბს მთელი თავისი კარიერა მიუძღვნა, მაშინ როცა რონი სულ რამდენიმე ხანია, რაც მადრიდისტი გახდა.
რა მოხდება ეს ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ თუ რაულმა დატოვა კლუბი ამ ზაფხულს, მაშინ "სანტიაგო ბერნაბეუმ" შესაფერისი პატივი უნდა მიაგოს მისთვის მოღვაწე და მის ერთგულ შვილს. მან უნდა დაანახოს მსოფლიოს , თუ რას ნიშნავდა რაული მისთვის და თითოეული მადრიდისტასთვის. მან უნდა აჩვენოს, რომ რაული არაა რიგითი ფეხბურთელი და ის მართლაც რომ კლუბის სიმბოლოა, კლუბის სახეა, რომლის შემხედვარესაც შეუძლებელია სიმპატიები არ გაგიჩნდეს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლუბის გულშემატკივარი ხარ, უბრალოდ უნდა იცოდე, რომ ასეთი რამეები არც თუ ისე ხშირად ხდება საფეხბურთო სამყაროში. რაული მოვლენაა, რომელიც ახლო მომავალში "მადრიდის რეალის" რიგებში არამგონია განმეორდეს, შესაბამისად მე ვისურვებდი, რომ მის სათამაშო 7 ნომერს "მადრიდის რეალის" მუზეუმში გადაენაცვლოს.

- 17 აპრილი 2010
- 3 280
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.