დე იონგი:„„იუვენტუსი“ უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე „რეალი““
ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი, რომელიც სეზონის ბოლოს ჰოლანდიას დატოვებს და „ბარსელონას“ რიგებს შეუერთდება, „იუვენტუსთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც მადრიდის „რეალზეც“ ისაუბრა...
„სამეფო კლუბის დამარცხება იყო ნამდვილი ფანტასტიკა, ვინაიდან ჩვენი არავის სჯეროდა. ბერნაბეუზე „აიაქსმა“ საოცრება ჩაიდინა და ყველა გააოცა.“
„სიმართლე გითხრათ, „იუვენტუსის“ უფრო მეშინია, ვიდრე „რეალის“. დიახ, მადრიდულმა გრანდმა გასული 3 წლის განმავლობაში 3 თასი მოიგო, მაგრამ წლევანდელ სეზონში ესპანელები ტურინელების სიმაღლეზე არ დგანან.“
„ვინ არის ყველაზე სახიფათო? რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდუ.“
- 10 აპრილი 2019
- 2 851
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.